“INCOTERMS”- 2000
“INCOTERMS”-
არის ისეთი კომერციული ტერმინების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულებების დადებისას. იგი განიხილავს მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებული უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ისეთ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია საქონლის ყიდვა-გაყიდვის, მიწოდების, დაზღვევის, საბაჟო გაწმენდის, ტრანსპორტირების და ა.შ. ასპექტებთან. თავად ტერმინი „INCOTERMS”-ი არის შემოკლებული ვარიანტი „International commercial terms”, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც საერთაშორისო კომერციული ტერმინები. საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების გამოყენების წესების ისტორიასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 1923 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გამოქვეყნებული იქნა ცნობარი კრებულისა, სადაც მითითებული იყო ინფორმაცია რიგ ქვეყნებში ადათ-ჩვეულებების სახით დამკვიდრებული საქონლის ბაზისური მიწოდების შესახებ  -  სავაჭრო ტერმინები „Trade Terms”, რომლის თანახმადაც მსოფლიოს 18 ქვეყანაში გამოიყენებოდა 10 ბაზისური პირობა საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით. შემდგომი საქმიანობის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი განშტოებები აღნიშნული ტერმინების გამოყენებასთან მიმართებაში. სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ერთიდაიგივე ტერმინი რიგ ქვეყნებში სხვადასხვანაირად იქნა გაგებული. ამ პრობლემის  მოგვარების მიზნით საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მოხდა მათი უნიფიცირება და 1936 წელს (ქ. პარიზში) „INCOTERMS“- -ის სახით გამოიცა საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების კრებული, თუმცა აღნიშნული გამოცემა ორიენტირებული იყო ისეთ ტერმინებზე, რომელიც გამოიყენებოდა საქონლის მხოლოდ საზღვაო გადაზიდვისათვის, უკვე შემდგომი რედაქციები კი შეიცავდა ინფორმაციას საქონლის სხვა საშუალებების გადაზიდვების შესახებ. (სარკინიგზო, საჰაერო, ავტოტრანსპორტი). ამასთან დაკავშირებით 1953, 1967, 1976, 1980 და 1990 წლებში ზემოაღნიშნულ დოკუმენტში შეტანილი იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამატებები და 2000 წელს ჩამოყალიბდა დღეს მოქმედი საბოლოო რედაქციის სახით.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ „INCOTERMS”- ის თითოეული ტერმინის სათანადო შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს ხელშეკრულების ორივე მხარე და წარმოიქმნას ისეთი გარემოებები, რომლებიც გამყიდველსა და მყიდველს შორის დავის საგანი გახდება.
გადაიხადოს ტრანსპორტირების ხარჯები დანიშნულების ადგილამდე;
გაწიოს  რისკი დანიშნულების ადგილამდე.
D - ჯგუფის ტერმინები

DAF         Delivered At Frontier (… named place)                                ტერმინში მითითებულია ადგილის დასახელება.
DAF ნიშნავს, რომ გამყიდველის მოვალეობა ითვლება შესრულებულად, თუ მან ტვირთი მოამზადა საექსპორტოდ და მიიტანა ტერმინში დასახელებულ საზღვრის საბაჟოს გასასვლელამდე. ტვირთის საბაჟო საზღვარზე გატარება არ შედის გამყიდველის მოვალეობაში. „საზღვარი“ ნიშნავს საზღვარს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ან აეროპორტს. ტვირთის მიტანის ადგილი შეიძლება იყოს ექსპორტის ქვეყნის საზღვარი, იმპორტის ქვეყნის საზღვარი ან რომელიმე სხვა ქვეყნის საზღვარი. ჩვეულებრივ ამ ტერმინს იყენებენ, როცა ტვირთის გადაზიდვა ხდება სარკინიგზო ან საგზაო ტრანსპორტით.
DES          Delivered Ex Ship (…named port of destination).                  ტერმინში მითითებულია დანიშნულების პორტი.
DES ნიშნავს, რომ გამყიდველის მოვალეობაა მიიტანოს ტვირთი გემით ტერმინში დასახელებულ პორტში. მიტანის პორტის ქვეყანაში ტვირთის იმპორტირება (საიმპორტოდ გაფორმება) არ შედის გამყიდველის ფუნქციებში, სამაგიეროდ ყველა რისკი და ხარჯი ტვირთის დანიშნულების პორტში მიტანაზე გამყიდველს აკისრია. ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო ან სამდინარო ტრანსპორტისათვის.
DEQ          Delivered Ex Quay duty paid (…named port of destination)         ტერმინში მითითებულია დანიშნულების პორტი.
DEQ ნიშნავს, რომ გამყიდველის მოვალეობაში შედის ტვირთის მიტანა დასახელებული პორტის ნაპირზე საბაჟოზე გატარების ჩათვლით. აქედან გამომდინარე,გამყიდველს აკისრია ტვირთის ექსპორტირების და იმპორტირების უზრუნველყოფა ანუ ყველა რისკი და ხარჯი, მათ შორის იმპორტირების პუნქტში საბაჟო გადასახადების და სხვა ხარჯების დაფარვა. ეს ტერმინი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ გამყიდველს არ ძალუძს საიმპორტო ლიცენზიის უზრუნველყოფა. ასეთ შემთხვევაში სიტყვების „duty paid“ ნაცვლად შეიძლება ჩაიწეროს სიტყვები „duty unpaid”, რაც ნიშნავს, რომ ტვირთის იმპორტირება უნდა უზრუნველყოს მყიდველმა. აგრეთვე შესაძლებელია, რომ გამყიდველი გათავისუფლდეს ზოგიერთი სხვა მოვალეობისა და ხარჯისაგან, მაგალითად დამატებითი ღირებულების გადასახადი (VAT). ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი DEQ, VAT unpaid. ტერმინთა ეს ჯგუფი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო ან სამდინარო ტრანსპორტისათვის.
DDU          Delivered Duty Unpaid (…named place of destination)         ტერმინში მითითებულია დანიშნულების ადგილი.
DDU ნიშნავს, რომ გამყიდველის მოვალეობა სრულდება მაშინ, როდესაც ტვირთს მიაწოდებს დასახელებულ ადგილზე იმპორტის ქვეყანაში. გამყიდველი არ არის ვალდებული უზრუნველყოს ტვირთის იმპორტირება, გადაიხადოს საბაჟო თუ სხვა გადასახადები. ამ მომენტიდან ყველა ხარჯი და რისკი გადადის მყიდველზე. შესაძლებელია, რომ გამყიდველს დაემატოს ზოგიერთი სხვა ხარჯი, მაგალითად დამატებითი ღირებულების გადასახადი (VAT). ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენით ტერმინი Delivered Duty Unpaid VAT paid (...named place of destination). DDU ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ტრანსპორტისათვის.
DDP         Delivered Duty Paid (…named pace of destination)              ტერმინში მითითებულია დანიშნულების ადგილი.
DDP ტერმინით გამყიდველი ვალდებულია ტვირთი მიაწოდოს მყიდველს დასახელებულ ადგილზე, იმპორტის ქვეყანაში და უზრუნველყოს ტვირთის იმპორტირება ანუ გადაიხადოს საბაჟო თუ სხვა გადასახადები. ჩვეულებრივ DDP პირობა გამოიყენება მაშინ, როდესაც საქონლის მიწოდება ხდება მყიდველის საწყობში. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ შეუძლია საიმპორტო ლიცენზიის მოპოვება, აღნიშნული ტერმინი არ გამოიყენება. DDP-ს პირობით საქონლის მიწოდება ხორციელდება ნებისმიერი სახის ტრანსპორტით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი მიეწოდება გემის ბორტზე ან დანიშნულების პორტის მისადგომებთან, საჭიროა გამოყენებულ იქნეს DEQ და DES ტერმინები.
მიაწოდოს საქონელი მყიდველს თავის საწყობში (ტერმინალზე);
გაწიოს რისკი თავისი საწყობის (ტერმინალის) საზღვრებში.E - ჯგუფის ტერმინები
EXW
EX WORKS
(... named place)
დასახელებულია ტვირთის მდებარეობის ადგილი.
EXW ნიშნავს, რომ გამყიდველის მოვალეობა ტვირთის გადაზიდვაზე მთავრდება მაშინ, როცა პროდუქცია მზად არის და გადასატანად გამზადებული ტვირთი დევს გამყიდველის ტერიტორიაზე (ქარხანა, ფაბრიკა და ა. შ.) გამყიდველს არ ევალება ტვირთის ტრანსპორტზე დატვირთვა, ტრანსპორტის შოვნა, ტვირთის საექსპორტოდ გამზადება და საბაჟოზე გატარება, თუ ეს სპეციალურად არ არის შეთანხმებული მყიდველთან. გამყიდველის ტერიტორიიდან დანიშნულების ადგილამდე გადაზიდვის მთელი ხარჯები და რისკი აკისრია მყიდველს. ეს ტერმინი არ უნდა იქნეს გამოყენებული თუ მყიდველს არ ძალუძს ტვირთის საექსპორტო ფორმალური მხარეების მოგვარება. ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს FCA ტერმინი. (1900 წლის რედაქციით აღნიშნული საკითხი არ იყო მოწესრიგებული).
გადასცეს  მყიდველს განკარგულებაში საქონელი წინასწარ შეთანხმებულ ადგილას და უზრუნველყოს მიწოდების გადახდა ამ ადგილამდე;  გაწიოს     რისკი მოცემულ მომენტამდე.  F - ჯგუფის ტრმინები
FCA
Free Carrier
(...named place)
დასახელებულია ტვირთის მიტანის ადგილი.
FCA ნიშნავს, რომ გამყიდველის მოვალეობაში შედის ტვირთის ექსპორტის ფორმალური მხარეების მოგვარება და ტვირთის მიტანა გადამტანთან. „გადამტანის“ როლში იგულისხმება ნებისმიერი პირი, რომელიც მყიდველთან დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებით ახორციელებს ან უზრუნველყოფს საქონლის გადაზიდვას სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, საავიაციო, შიდა სამდინარო და სხვა ტრანსპორტით. ტვირთის ტრანსპორტირებისათვის გადამტანს ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც გადამზიდავ -კონტრაქტორს. იგი თავად აფორმებს ხელშეკრულებას ტრანსპორტის მფლობელთან (იგულისხმება ნებისმიერი ტრანსპორტი) ან ეს ხელშეკრულება იდება მისი სახელით. უმეტეს შემთხვევაში გადამტანის როლში გვევლინება სპეციალიზებული სატრანსპორტო კომპანია. მიტანის ადგილი შეთანხმებულია მყიდველთან. ამ მომენტამდე ყველა ხარჯი და რისკი გამყიდველს აკისრია. ეს ტერმინი გამოიყენება ყველა სახის ტრანსპორტისათვის.
FAS
Free Alongside Ship
(…named port of shipment)
ტერმინში მითითებულია დატვირთვის პორტი.
FAS ნიშნავს, რომ გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის მიტანა ტერმინში დასახელებულ პორტში, გემის გვერდით, იქ სადაც უნდა მოხდეს ტვირთის გემზე მოთავსება. (ტვირთის გემზე მოთავსება გამყიდველს არ ევალება). ამ მომენტამდე ყველა ხარჯი და რისკი გამყიდველს აკისრია. მნიშვნელოვანია, რომ ტვირთის საექსპორტოდ მომზადება უნდა უზრუნველყოს მყიდველმა. (1990 წლის რედაქციით ეს ვალდებულება მთლიანად დაკისრებული იყო გამყიდველზე), ამიტომ თუ მყიდველს არ ძალუძს აღნიშნული ვალდებულებების შესრულება, ეს ტერმინი არ უნდა იქნას გამოყენებული. FAS გამოიყენება მხოლოდ საზღვაო ან სამდინარო ტრანსპორტისათვის.
FOB
Free On Board
(...named port of shipment)
ტერმინში მითითებულია დატვირთვის პორტი.
FOB ნიშნავს, რომ გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის საექსპორტოდ მომზადება, მიტანა ტერმინში დასახელებულ პორტში და გემზე დატვირთვა. ამ მომენტამდე ყველა ხარჯი და რისკი გამყიდველს აკისრია. ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტისათვის. თუ გამყიდველს არ შეუძლია ტვირთის გემზე დატვირთვის ორგანიზება და კონტროლი, მაშინ უმჯობესია გამოყენებულ იქნას ამ პირობების ზოგადი ტერმინი - FCA.
გადაიხადოს ტრანსპორტირების ხარჯები დანიშნულების ადგილამდე;        
გაწიოს რისკი სატრანსპორტო საშუალების შიდა დატვირტვის პუნქტამდე.
C - ჯგუფის ტერმინები
CER
Cost and Freight
(...named port of destination).
ტერმინში მითითებულია დანიშნულების პორტი.
CER ნიშნავს, რომ ყველა ხარჯი ტვირთის დანიშნულების პორტში მისვლამდე და მისი გემიდან გადმოტვირთვამდე (ჩათვლით) აკისრია გამყიდველს. გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ტვირტის საექსპორტოდ გაფორმება. ხარჯებში შედის გემის გადასახადი (ფრახტი). აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლობა ტვირთის დაკარგვაზე ან მის დაზიანებაზე გადადის მყიდველზე დატვირთვის პორტში, (როგორც კი ტვირთი გაივლის გემის საზღვარს) და არა დანიშნულების პორტში. ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო ან სამდინარო ტრანსპორტისათვის. თუ გამყიდველს არ ძალუძს აღნიშნული ვალდებულების შესრულება, მაშინ უმჯობესია გამოყენებულ იქნას ტერმინი CPT. 
CIF      Cost, Insurance and Freight (…named port of destination)           ტერმინში მითითებულია დანიშნულების პორტი.
CIF ნიშნავს, რომ ყველა ხარჯი ტვირთის დანიშნულების პორტში მისვლამდე და მისი გემიდან გადმოტვირთვამდე (ჩათვლით) აკისრია გამყიდველს. გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის საექსპორტოდ გაფორმება. ხარჯებში შედის გემის გადასახადი (ფრახტი). როგორც ვხედავთ CIF ტერმინი იმეორებს CFR ტერმინს. მაგრამ განსხვავებულად არის გადაწყვეტილი ტვირთის გემზე ყოფნისას მისი დაკარგვის ან დაზიანების რისკის საკითხი. CIF ტერმინის მიხედვით გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს საზღვაო დაზღვევა და გადაიხადოს დაზღვევის ღირებულება. ამავე დროს გამყიდველმა უნდა იცოდეს, რომ CIF ტერმინი მოითხოვს მხოლოდ მინიმალურ დაზღვევას. აღნიშნული ოდენობა განისაზღვრება კონტრაქტში დაფიქსირებულ ფასს + 10% - ით. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი სპეციალურად არ არეგულირებს ამ საკითხს ხელშეკრულებით, მაშინ დაზღვევის ოდენობა ავტომატურად განისაზღვრება 110% - ით. გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ამ უკანასკნელის სახელზე გაფორმებული სადაზღვევო პოლისი.
CPT       Carriage Paid to (…named place of destination)
ტერმინში მითითებულია დანიშნულების ადგილი.
CPT ნიშნავს, რომ გამყიდველი იხდის ტვირთის დასახელებულ ადგილამდე გადატანის ღირებულებას. გამყიდველმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის საექსპორტოდ გაფორმება. რისკი ტვირთის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე გადადის გამყიდველიდან მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა ტვირთი მოხვდება გადამტანის (სატრანსპორტო კომპანიის) განკარგულებაში (მფლობელობაში). ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სახის ტრანსპორტისათვის.
CIP
Carriage and Insurance paid to (… named place of destination)
ტერმინში მითითებულია დანიშნულების ადგილი.
CIP ნიშნავს, რომ გამყიდველის მოვალეობა იგივეა, რაც CPT შემთხვევაში გარდა რისკის საკითხისა. გამყიდველი  მოვალეა უზრუნველყოს ტვირთის დაზღვევა, გააფორმოს კონტრაქტი სადაზღვევო კომპანიასთან და გადაიხადოს დაზღვევის საფასური. ამავე დროს მყიდველმა უნდა იცოდეს, რომ გამყიდველს მოეთხოვება მხოლოდ ტვირთის მინიმალური დაზღვევა (იხ. CIF). ეს ტერმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სახის ტრანსპორტისათვის.