კომპანიის შესახებ
შპს „ფოთივნეშტრანსი“ დაარსდა  1995წ.-ს   ერთადერთ საბჭოთა  ექსპედიტორ კონცერნ „სოიუზვნეშტრანსი“-ს  ბაზაზე
რომლის სახელითაც მუშაობდა 1962 წლიდან.
1996 წელს შპს „ფოთივნეშტრანსი“ გაწევრიანდა საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციაში (სეა) და იმავე წელს გახდა
ექსპედიტორთა საერთაშორისო ასოციაციის (FIATA) წევრი.
1995 წლიდან 2006 წლამდე შპს „ფოთივნეშტრანსი“   მოქმედებდა  როგორც ფრანგული  საკონტეინერო გადამზიდავი 
კომპანიის „სი ემ ენ ინტერნაციონალ“-ის აგენტი.
          თანდათანობით გავაფართოვეთ სააგენტოების ქსელი მთელს მსოფლიოში და ამჟამად უფრო მეტ ქვეყანას მოვიცავთ, 
რაც გვეხმარება შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს კარიდან-კარამდე, მულტიმოდალური გადაზიდვის ორგანიზება.
თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალური  მომზადების დონე  საშუალებას გვაძლევს ვიყოთ აქტიური და მოთხოვნადი,
სასურველი, მოქნილი მაღალ კონკურენტულ სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების ბაზარზე.
სწორი მართვა, ახალი ინიციატივების განხილვა და მათი დანერგვა ჩვენს საქმიანობაში, ხელს უწყობს კომპანიის
განახლება/განვითარებას.
მუდმივი ყურადღება კლიენტებისადმი, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება, სამუშაოს მაღალხარისხიანად შესრულება,
საკუთარ თავზე მუშაობა,თანამშრომელთა ფინანსური წახალისება, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების  კოლექტიურად
ჩატარება და სხვა ფაქტორები  ძალიან საინტერესოს და საკმაოდ პრესტიჟულს ხდის ჩვენს კომპანიაში მუშაობს.
ფოთის პორტის როლი საკმაოდ სოლიდურია როგორც დამაკავშირებელი დერეფნისა აზიისა - ევროპასთან, ჩრდილოეთის-
სამხრეთთან. ჩვენ, როგორც ფოთის მკვიდრნი და აქ დაფუძნებული კომპანია ვცდილობთ კლიენტებს შევთავაზოთ
მაქსიმალურად ყველა ხელმისაწვდომი სერვისი რაც დაკავშირებულია  ნაყარი/გენერალური/არაგაბარიტული ტვირთების
გადაზიდვა,გადატვირთვის ოპერაციებთან ფოთის პორტის მეშვეობით,  გემების აგენტირება, სასაწ ყობო მეურნეობა, საბაჟო
და სხვა.


გისურვებთ ჩვენს კომპანიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას